ფეხბურთი

19:43 | 16.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდიის ნაკრებში ვილი სანიოლის დანიშვნა ევრო 2024-ის შემდეგ სურთ

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციის სამიზნეში რჩება.

როგორც ირლანდიური მედია წერს, სანიოლის დანიშვნა ირლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად აპრილის დასაწყისში სურდათ, მაგრამ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გასვლამ მათი გეგმები არია.

ცხადია, ახლა სანიოლი არ აპირებს საქართველოდან წასვლას და ირლანდიაში მუშაობის დაწყებას, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია. თუმცა, ირლანდიელები იტყობინებიან, რომ ეს გეგმა საბოლოოდ არ ჩაშლილა და ირლანდიის ფეხბურთის ფედერაცია სანიოლის მიწვევას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეცდება.

ფრანგ სპეციალისტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე აკავშირებს და მისი წლიური ხელფასი 200 000 ევროს შეადგენს.

ირლანდიას ასევე უკავშირებენ გუსტავო პოიეტს, მაგრამ ბოლო ცნობებით, ურუგვაელი საბერძნეთის ნაკრებში გააგრძელებს მუშაობას და ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს.

შეგახსენებთ, ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2021 წლის დასაწყისიდანაა. მასთან ერთად გუნდმა ჯერ ერთა ლიგის C დივიზიონი მოიგო და B დივიზიონში გადავიდა, ხოლო ცოტა ხნის წინ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116215