მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა „არსენალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, იმავე ტაქტიკური დისციპლინით უნდა ითამაშონ, როგორც ეს ლონდონში გააკეთეს.
„ყველაფერი გვჭირდება, მათ შორის ვნება და ის ტაქტიკური დისციპლინა, რაც პირველ შეხვედრაში გქონდა, რადგან გამარჯვება გვინდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ქომაგი სტადიონზე ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდეს, რადგან ეს შეიძლება იყოს დამატებითი რამ, რაც „არსენალის“ დამარცხებაში დაგვეხმარება.
გვაქვს მცირე უპირატესობა ამ ტურნირზე თამაშის გამოცდილების თვალსაზრისით, მაგრამ უმაღლეს დონეზე თამაში იქნება საჭირო იმისთვის, რომ ეს გადამწყვეტ უპირატესობად იქცეს. ყველაფერს გავიღებთ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ ამ საოცარ შეჯიბრში. „არსენალი“ სახიფათო გუნდია, რომელსაც შეტევაში თამაშის მანერის შეცვლა ადვილად შეუძლია. გვინდა ნახევარფინალში და შემდეგ ბოლომდე გასვლა, რადგან ჩემპიონთა ლიგის მოგება სეზონს დაატკბობს. აქამდე ჩვენი მოლოდინების შესაბამისად ვერ ვითამაშეთ, თუმცა გუნდის განსაკუთრებული მოტივირება საჭირო არაა.
რა თქმა უნდა, გვინდა დავეხმაროთ ბუნდესლიგას, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი გაიყვანოს, მაგრამ მსოფლიოში ურთულესი ჩემპიონატი პრემიერლიგაა, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო არსენალია. ეს არ იქნება ბუნდესლიგა პრემიერლიგის წინააღმდეგ, არამედ „ბაიერნი“ – „არსენალის“ მატჩია“, - თქვა ტუხელმა.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „არსენალის“ მატჩი 17 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.