ფეხბურთი

16:22 | 16.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიში" შეიძლება კიმი დაბრუნდეს

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი კიმ მინ-ჯე შესაძლოა ზაფხულში „ნაპოლიში“ დაბრუნდეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

როგორც ცნობილი გახდა, აურელიო დე ლაურენტისი სამხრეთკორეელის დაბრუნებაზე იჯარით ფიქრობს, მაგრამ პრობლემაც არსებობს - ფეხბურთელის მაღალი ხელფასი.

კიმი „ბაიერნში“ 8.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ეს ხელფასი კი, „ნაპოლის“ ბიუჯეტს მიღმაა. შესაბამისად ფეხბურთელს ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს, რაზეც ძნელი წარმოსადგენია, რომ დათანხმდეს.

კიმი ბოლო დროს ვეღარ ხვდება „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში და მის ანგარიშზე 29 მატჩია. ფაქტია, რომ აზიელმა პირველ სეზონში გერმანელთა მოლოდინი ვერ გაამართლა.

კიმ მინ-ჯემ „ნაპოლიში“ 2022-2023 წლების სეზონი გაატარა და ძალიან მაღალ დონეზეც ითამაშა, რითაც „ნაპოლის“ ფანებს თავი ადვილად შეაყვარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110851