ფეხბურთი

11:49 | 16.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: „არასდროს მიმაჩნდა თავი დიდ მწვრთნელად“

„ლივერპულის“ დამრიგებელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ თავს დიდ მწვრთნელად არ მიიჩნევს.

„არასდროს მიმაჩნდა თავი დიდ მწვრთნელად, არასდროს. ახლაც მიკვირს, რომ ხალხი ასე თვლის, მაგრამ მე ამას ვიზიარებ. მთავარია, რომ ლივერპულში ხალხი კმაყოფილია იმით, რასაც მივაღწიეთ. არ მჭირდება შედარება ვენგერთან და სხვასთან. ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს.

არ მინდა, ჩემი საფლავის ქვაზე ეწეროს: „აქ ასვენია პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი" - მე ხომ მაინც სამ ფუტზე ვიქნები მიწის ქვეშ. არა, ეს ჩემთვის არ არის. მინდა დამიმახსოვრონ, როგორც ადამიანი, რომელიც ეხმარებოდა ადამიანებს მთელი ცხოვრების მანძილზე“, - ციტირებს კლოპის სიტყვებს Sky News.

ინგლისის ჩემპიონატში 32 მატჩის შემდეგ „ლივერპულს“ 71 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108525