ფეხბურთი

19:43 | 15.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კომანის საჩემპიონო სერია შეწყდა

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელის, კინგსლი კომანის საოცარი სერია შეწყდა. საქმე ეხება ზედიზედ მოგებულ შიდა ჩემპიონატებს.

კომანი 2012-2013 წლების სეზონიდან მოყოლებული ყოველწელს ხდებოდა ქვეყნის ჩემპიონი. მან 2013 და 2014 წლებში საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო (პსჟ-ში), 2015 წელს იტალიის („იუვენტუსთან“ ერთად), ხოლო 2016 წლიდან მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონი ხდებოდა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ბუნდესლიგაში „ლევერკუზენმა“ ბავარიელთა ჰეგემონია დაამხო, კომანის დაუჯერებელი სერიაც დასრულდა.

სხვათა შორის, საპირისპირო ვითარებაა „ბაიერნის“ თავდამსხმელ ჰარი კეინთან მიმართება, რომელსაც კარიერაში არაფერი მოუგია. კეინის უტიტულო სერიას წერტილი არც „ბაიერნში“ დაესვა, რადგან მისი გადასვლის შემდეგ „რეკორდმაისტერმა“ გერმანიის სუპერთასის ფინალი წააგო, ბუნდესლიგაში ჩემპიონი ვერ გახდა, გერმანიის თასს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა და ახლა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგების იმედი თუ ექნება, სადაც მეოთხედფინალში „არსენალთან“ დაპირისპირება უწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113429