„ბოლონიას“ ნახევარმცველმა ლუის ფერგიუსონმა „მონცასთან“ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
როგორც გამოკვლევამ აჩვენა, 24 წლის ფეხბურთელს ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი, შესაბამისად, 5-7 თვე იუქმებს და ევრო 2024-ზეც ვერ ითამაშებს.
შოტლანდიის ნაკრებისთვის ფერგიუსონი საკმაოდ დიდი დანაკლისია. ის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2021 წლიდან იცავს და 12 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო „ბოლონიას“ რიგებში მიმდინარე სეზონში 31 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.