ფეხბურთი

18:37 | 15.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" საშინაო მატჩებს დროებით "აჭარაბეთ არენაზე" ვერ ჩაატარებს

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ საშინაო მატჩებს „აჭარაბეთ არენაზე“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ჩაატარებს.

როგორც კლუბის განცხადებაშია აღნიშნული, სტადიონზე მინდვრის საფარის განახლება მიმდინარეობს.

„ძვირფასო გულშემატკივრებო, ჩვენი გუნდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საშინაო მატჩებს აჭარაბეთ არენაზე ვერ ჩაატარებს. ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე ბუნებრივი მინდვრის საფარის რენოვაცია მიმდინარეობს, რის გამოც 11 მაისამდე მეტოქე გუნდებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ვუმასპინძლებთ“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

„დინამო ბათუმს“ ამ პერიოდში ორი საშინაო მატჩი აქვს: 16 აპრილს „სამტრედიასთან“ და 27 აპრილს „გაგრასთან“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118311