დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ის სტადიონზე განსაკუთრებულ ატმოსფეროს ელოდება.
„გასულ კვირას „ატლეტიკომ“ შეცდომების დაშვება გვაიძულა, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელშია, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ვიცით, რომ მეტოქე ძალიან გამოცდილია, მაგრამ გვინდა ნახევარფინალში გავიდეთ. „ატლეტიკო“ ინდივიდუალური შეცდომებისთვის მაშინვე გსჯის, მაგრამ რეაქცია მნიშვნელოვანია. მზად ვართ, რომ შეცდომები გამოვასწოროთ.
„ვესტფალენშტადიონი“ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ფეხბურთში თავისი ატმოსფეროსა და ფანების ენთუზიაზმის გამო. ერთი კვირის წინ „მეტროპოლიტანოზე“ ვიყავით და მათი ფანები იქ იყვნენ, საოცარი ატმოსფერო შექმნეს. ახლა გვინდა ჩვენ ვითამაშოთ იმავე გარემოში. აქაური ატმოსფერო რაღაც უნიკალურია, სავსე სტადიონი ყოველთვის გაძლევს ძალას და ენერგიას. ფანები ძალიან დაგვეხმარნენ პსჟ-სთან, „მილანთან“ და „ნიუკასლთან“.
სებასტიან ალე? მივიღეთ დიაგნოზი, კოჭის ტრავმა აქვს და ერთი კვირა უნდა დაისვენოს. მომდევნო შაბათს კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარდება, მაგრამ შეიძლება 2-3 კვირა ვერ დაგვეხმაროს”, - თქვა ტერზიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.