ფეხბურთი

16:51 | 15.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "დიდი მოლოდინი გვაქვს, ეს ჩვენი შანსია"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, პსჟ-სთან მატჩს დიდი მოლოდინით ხვდებიან.

„ეს შეიძლება იყოს დიდი შესაძლებლობა ყველა ჩვენგანისთვის. სახლში ვთამაშობთ, თუმცა არა „კამპ ნოუზე“, მაგრამ "მონტჟუიკზეც" ასეთი ჯადოსნური საღამო უნდა იყოს. ლუის ენრიკე ყველაფერს გააკეთებს, მისი გუნდი ჩვენს დაცვაზე ზეწოლას მოახდენს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და მისი გუნდები ყოველთვის შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. ამ თამაშიდან დიდი მოლოდინი გვაქვს და შეიძლება განსაკუთრებული საღამო იყოს.

გვინდა შეტევაში ვითამაშოთ და მოვიგოთ. მაქსიმუმს გავიღებთ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. ძალიან ვამაყობ იმით, თუ სად არის გუნდი სეზონის მნიშვნელოვან ეტაპზე. ეს საფეხბურთო ომი იქნება და გუნდურობა უნდა ვაჩვენოთ.

პირველმა მატჩმა ჩვენი მორალი და თადაჯერება გააძლიერა, დავამტკიცეთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბებთან კონკურენცია შეგვიძლია. ჩემი მომავალი? თქვენ ძალიან ღელავთ ჩემზე, მაგრამ 3 თვის წინ ასე არ იყო. ვადასტურებ, რომ მას შემდეგ, რაც გუნდიდან წასვლაზე გავაკეთე განცხადება, გაგვაერთიანა, ფეხბურთელებთანაც და მედიასთანაც“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11241