აზერბაიჯანის ჩემპიონატის 30-ე ტურში მათე კვირკვიამ ულამაზესი გოლი გაიტანა. „კაპაზის“ ქართველმა ლეგიონერმა თავი „საბაილთან“ საგარეო შეხვედრაში გამოიჩინა.
მათემ 96-ე წუთზე ცხრიანში გაიტანა და თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა - 3:3. კვირკვიას მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.
ამ შეხვედრაში გიორგი პაპუნაშვილმაც ითამაშა, მაგრამ 21-ე წუთზე ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია.
„კაპაზი“ 31 ქულით ბოლოსწინა მეცხრე პოზიციას იკავებს.