ფეხბურთი

23:28 | 14.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გულის შეტევა მოედანზე: ევან ნდიკა საავადმყოფოში გადაიყვანეს (+VIDEO)

„რომას“ ფეხბურთელი ევან ნდიკა „უდინეზესთან“ მატჩში გულის შეტევის გამო შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კოტ დივუარელი მცველი მოედანზე 71-ე წუთზე დაეცა და თამაში შეწყდა, რომელიც აღარც გაგრძელებულა. ფეხბურთელი ჰოსპიტალშია, გონზეა და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. აღსანიშნავია, რომ ექიმებმა მოედანზე დეფიბრილატორიც გამოიყენეს.

ნდიკას ინციდენტის შემდეგ ფეხბურთელები თამაშის გასაგრძელებლად მზად არ აღმოჩნდნენ და მატჩი გაურკვეველი ვადით შეწყვეტილია.

„უდინეზესა“ და „რომას“ შეხვედრაში შეწყვეტის მომენტში ანგარიში საყაიმო იყო - 1:1.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119167