„პარი სენ-ჟერმენი“ გიორგი მამარდაშვილით დაინტერესდა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანურმა გამოცემა Todofichajes-მა გაავრცელა.
წყაროს თანახმად, ფრანგული გუნდი ჯანლუიჯი დონარუმას შემცვლელს ეძებს, რომელმაც ბოლო პერიოდში შეცდომებს მოუხშირა. მართალია, პარიზელთა პირველი ვარიანტი „ბილბაოს“ მეკარე უნაი სიმონია, მაგრამ მათ სიაში 23 წლის ქართველი მეკარეცაა.
დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ „ვალენსია“ ქართველ ფეხბურთელს მინიმუმ 35 მილიონ ევროდ აფასებს. ესპანურ კლუბთან გიორგის კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლიდან თამაშობს და დღემდე „ღამურების“ კარი 93 შეხვედრაში დაიცვა.