UFC-ს მოყვარულებისთვის ცოტა ხნის წინ კარგი ამბავი გავრცელდა. კონორ მაკგრეგორი ბრუნდება - ამჯერად რეალურად! ინფორმაცია დანა უაითმა დაადასტურა და სოციალურ ქსელში უკვე ივენთის ფოტოც განთავსდა.
ირლანდიელი სუპერვარსკვლავი და ყოფილი ორი დივიზიონის ჩემპიონი მაიკლ ჩანდლერის წინააღმდეგ, მთავარ ღონისძიებაში (170) 5-რაუნდიან დაპირისპირებაში იბრძოლებს და საღამოც დაიხურება.
UFC-ის 303-ე ღონისძიება 29 ივნისს ლას-ვეგასში გაიმართება. გადაწყვეტილების შესახებ UFC-300-ის პრესკონფერენციაზე ითქვა. ბევრი იმასაც ამბობდა, რომ მაკგრეგორი - ჩანდლერის დაპირისპირება სიმბოლურად სწორედ მე-300 ივენთზე ჩაინიშნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.
რაც შეეხება ამერიკელ მებრძოლს, 37 წლის მაიკლი მსუბუქი წონაში Bellator-ის ყოფილი ჩემპიონია და უკვე წელიწადზე მეტია, რაც მაკგრეგორთან ბრძოლის მოლოდინშია. ჩანდლერს სულ 31 ბრძოლა აქვს ჩატარებული, გამარჯვებით კი 23 დაასრულა. მისი კარიერა 2009 წლიდან დღემდე გრძელდება და შეიძლება ითქვას, რომ წინ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრძოლა ელოდება.
კონორმა ბოლოს 2021 წლის ივნისში UFC 264-ზე დასტინ პორიეს წინააღმდეგ იბრძოლა. 35 წლის ირლანდიელის დაბრუნებდა დიდი ხანი იგეგმებოდა, მაგრამ ახლა გადაწყვეტილება საბოლოოა.
მაკგრეგორმა MMA-ში კარიერა 2008 წელს დაიწყო ხოლო UFC-ში 2013 წლიდან ჩხუბობს. მის ანგარიშზე 28 ბრძოლა და 22 გამარჯვებაა, მათ შორის 19 ნოკაუტით მოიგო, 2 მსაჯების გადაწყვეტილებით. ბოლოს UFC 246-ზე დონალდ სერონთან დაპირისპირებაში, 40 წამში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. ეს 2020 წლის 19 იანვარს იყო, მას შემდეგ კი უკვე 4 წელი გავიდა, კონორი კი გამარჯვებას მოწყურებული იქნება.
გეტყვით იმასაც, რომ დიდი ხნის უქმობის მიუხედავად მაკგრეგორს დრო უქმად არ გაუტარებია. ირლანდიელი ფილმში - Road Hause გადაიღეს და საოცრად შთამბეჭდავიც გამოვიდა.