საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში „ბორდო“ საკუთარ მოედანზე „ბასტიასთან“ დამარცხდა, მაგრამ ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა.
ჟირონდელები 32-ე წუთისთვის უკვე 0:3 მარცხდებოდნენ და თამაშში მასპინძლები დავითაშვილის გოლით დაბრუნდნენ. 44-ე წუთზე „ბორდომ“ კუთხური ძალიან კარგად გაითამაშა, ზურიკო დასარტყმელ პოზიციაზე დარჩა და ერთი შეხებით გაიტანა. ბოლო სამ ტურში ქართველმა 2 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. მეორე ტაიმის პირველივე წუთზე ალბერტ რიერას გუნდმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მთელი ტაიმი წინ იყო, სიტუაცია აღარ შეცვლილა - 2:3.
მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილს საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებულ 31 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ კი საგოლე პასი შეასრულა.
„ბორდო“ 41 ქულით მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 20 აპრილს, სტუმრად „სენტ ეტიენს“ უმასპინძლებს.