ფეხბურთი

19:32 | 13.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე ლიგა 1-ში მატჩების და გოლების საშუალო მაჩვენებლით მხოლოდ მბაპეს და ლაკაზეტს ჩამორჩება

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში 6 თვე ამსტერდამის „აიაქსში“ გაატარა, მიუხედავად ამისა, ლიგა 1-ის ბომბარდირებში მაინც მერვე ადგილზეა და მხოლოდ 7 ფეხბურთელი უსწრებს.

გიორგიზე მეტი გოლი ამ დროისთვის მხოლოდ კილიან მბაპეს (26), ჯონათან დავიდს (16), ალექსანდერ ლაკაზეტს (14), პიერ-ემერიკ ობამეინაგს (12), ვისამ ბენ იედერს (11), ტის დალინგას (11) და ტერემ მოფის (10) აქვთ გატანილი. გიორგის აქტივში კი, 9 გოლია.

ხსენებულმა ფეხბურთელებმა მთელი სეზონი ლიგა 1-ში გაატარეს და გაცილებით მეტი თამაშიც აქვთ ჩატარებული. რომ ავიღოთ საშუალო სტატისტიკა მატჩებისა და გოლების მიხედვით, მიქაუტაძე მესამე ადგილზეა.

მბაპეს 26 მატჩში აქვს 24 გოლი გატანილი და საშუალოდ თამაშში 0.92 გოლი გამოსდის, მეორე ადგილზე ლაკაზეტის შედეგია 23 შეხვედრაში 14 გოლი, რაც საშუალოდ თამაშში 0.61-ია და მესამეზეა მიქაუტაძე, რომელმაც 9 გოლი 15 შეხვედრაში გაიტანა, შესაბამისად, საშუალოდ თამაშში 0.6 გოლი გამოსდის და მცირედით ჩამორჩება მეორე ადგილსაც.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ სეზონი „მეცში“ დაიწყო და 3 ტურში 2 გოლი გაიტანა, შემდეგ „აიაქსში“ გადავიდა, ხოლო იანვარში ფრანგულ კლუბს იჯარით დაუბრუნდა.

0.124219