ფეხბურთი

13:00 | 13.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ალბერტო: "ლაციოს" ვტოვებ, ერთი ევროც აღარ მინდა"

რომის „ლაციოს“ ლიდერმა ლუის ალბერტომ განაცხადა, რომ კლუბს ტოვებს. „სალერნიტანასთან“ მატჩის (4:1) შემდეგ ესპანელმა აღნიშნა, რომ რომაული კლუბისგან ერთი ევროც აღარ სურს და მზადაა კლუბი დატოვოს.

„მომდევნო სეზონში ამ პროექტის ნაწილი აღარ ვიქნები. კლუბს გაშვება ვთხოვე, ეს მომენტი მოვიდა და მოვითხოვე კონტრაქტის გაწყვეტა. ერთ ევროსაც აღარ ავიღებ, დროა, ხელფასი სხვებს დავუტოვო“, - საკმაოდ პირდაპირი და სკანდალური განცხადება გააკეთა ესპანელმა ფეხბურთელმა.

„ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან კი თავი შეიკავა: „მის სიტყვებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს არის საკითხი, რომელიც მას და კლუბის ხელმძღვანელობას შეეხება“.

შეგახსენებთ, რომ ლუის ალბერტო „ლაციოში“ 2016 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ 301 მატჩში თავი 55 გოლით და 75 საგოლე პასით გამოიჩინა, ორჯერ მოიგო იტალიის სუპერთასი და ერთხელ იტალიის თასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111646