კალათბურთი

1:20 | 13.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 8 ქულა, "ვირტუსმა" ევროლიგაში ზედიზედ მეშვიდე თამაში წააგო

„ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგაში ზედიზედ მეშვიდე თამაში წააგო და რეგულარული სეზონი ძალიან ცუდად დაასრულა.

ლუკა ბანკის გუნდი ბოლო ტურში „ბასკონიას“ დაუხვდა, რომლის წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში 91:95 წააგო. არადა, იტალიელები პირველი ტაიმი ტაიმის შემდეგ 9 ქულით იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ადვილად გაანიავეს.

თორნიკე შენგელიამ თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 22 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.

საბოლოოდ, „ვირტუსმა“ 17 მოგებით და 17 წაგებით მხოლოდ მეათე ადგილი დაიკავა და პლეი-ინში კი გავიდა, მაგრამ წესით, საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანა და პლეი-ოფის საგზური უნდა მოეპოვებინა, თუმცა, როგორც ვთქვით, ზედიზედ 7 თამაში წააგო. ბოლონიური კლუბი პლეი-ინში სტუმრად „ანადოლუ „ეფესს“ შეხვდება.

0.128021