მილანის „ინტერის“ მცველი ალესანდრო ბასტონი სერია A-ს მარტის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გამოკითხვაში იტალიელმა ფეხბურთელმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო და აჯობა ხვიჩა კვარაცხელიას, რაფაელ ლეაუს, ნიკოლო ბარელას, რიკარდო კალაფიორის და ტეუნ კუპმაინერსს.
ბასტონიმ მარტში სერია A-ში სულ ორი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ორივეში საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია სამჯერ გახდა სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი, თუმცა მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით, ეს ჯილდო არ მოუგია.