ფეხბურთი

0:30 | 13.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება „რეალიდან" წასვლის შესახებ

მადრიდის „რეალის" ნახევარმცველი, 38 წლის ლუკა მოდრიჩი არ არის დარწმუნებული, დატოვებს თუ არა „სამეფო კლუბს,“ მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილოა კლუბში სათამაშო დროით. ამის შესახებ Football Espana წერს.

წყაროს ცნობით, მოდრიჩი ამჟამად განიხილავს მომავალ სეზონში „რეალში" მის როლს. შეგახსენებთ, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ სამომავლოდ ხორვატს, მისი თანაშემწეობა შესთავაზა.

ნახევარმცველის მომსახურებით ახლო აღმოსავლეთისა და ამერიკული MLS-ის კლუბები არიან დაინტერესებული. გარდა ამისა, მოდრიჩის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ზაგრების „დინამო.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა ყველა ტურნირზე 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111622