ფეხბურთი

22:20 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

L'Équipe: უეფამ „ბარსელონას“ წინააღმდეგ საქმე აღძრა

უეფამ სადისციპლინო საქმე აღძრა „ბარსელონას" წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მის სულ მცირე ორ გულშემატკივარს ბრალი დასდეს რასისტულ საქციელში ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ-სთან (2:3).

წყაროს ცნობით, ეს გულშემატკივრები მატჩის დროს ნაცისტურ მისალმებებს ყვიროდნენ და მაიმუნების ჟესტებს ასახიერებდნენ. ხაზგასმულია, რომ თუ უეფა დაამტკიცებს კატალონიური კლუბის გულშემატკივრების ბრალეულობას, მასზე შეიძლება დაწესდეს სანქციები, რაც გასვლით მატჩებზე მათი ფანების ვერდასწრებას ითვალისწინებს.

წყარო აღნიშნავს, რომ ორივე ეჭვმიტანილი სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს. თავის მხრივ, პსჟ-მა მათ წინააღმდეგ უკვე შეიტანა სამი სარჩელი: პირველი ფეხბურთელების საჯარო შეურაცყოფისთვის, მეორე რასობრივი შეურაცხყოფისთვის და მესამე, სხვა დამრღვევების დროული იდენტიფიცირებისთვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113943