ფეხბურთი

21:58 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ბრაზილიელი მცველი დაიმატა

ბრაზილიელი მცველი აურო ალვარო ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელია. 28 წლის ფეხბურთელი გასულ წელს „ორდაბასთან“ ერთად ყაზახეთის ჩემპიონი გახდა.

წლების განმავლობაში „ტორპედოს“ ახალწვეული ბრაზილიური „სანტოსის“ ღირსებას იცავდა. 5 სეზონი გაატარა MLS-ში „ტორონტოს“ შემადგენლობაში, სადაც 2018 წელს კანადის თასი მოიგო, 2019 წელს კი MLS-ის ვიცე-ჩემპიონიც გახდა.

აურო ალვარო იყო ბრაზილიის 17, 20 და 21-წლამდელთა ნაკრების უცვლელი წევრი.

ბრაზილიელ მცველსა და კლუბს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110853