ფეხბურთი

21:37 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკის“ გულშემატკივარი ზეიმისას გარდაიცვალა

ბილბაოს „ატლეტიკის“ გულშემატკივარი ხერარდო ფლორესი, გუნდის მიერ ესპანეთის თასზე გამაჯვების შემდეგ მდინარეზე მასობრივი ზეიმისას გარდაიცვალა - წერს Marca.

წყაროს ცნობით, ფლორესი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დაინახა მათკენ მომავალი გემი. კლუბმა უკვე გამოთქვა სინანული გულშემატკივრის დაღუპვის გამო.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის ფინალურ მატჩში „ატლეტიკი“ სევილიაში „მალიორკას“ შეხვდა და 1:1 (4:2 პენალტები) მოიგო. ეს გამარჯვება ესპანეთის თასზე გუნდისთვის პირველი გახლდათ ბოლო 40 წლის განმავლობაში.

„ბილბაომ“ ისტორიაში 25-ე ტიტული მოიგო. მანამდე გუნდი ესპანეთის თასს 1983/1984 წლების სეზონში დაეუფლა.

0.116306