ფეხბურთი

20:56 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„დინამომ“ „კოლხეთს“ ვერ აჯობა

დღეს, 12 აპრილს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის ორი შეხვედრა იმართება.

ერთი ახლახან დასრულდა. თბილისის „დინამომ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა - 0:0. ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა ზღვისპირელები დაცვაში ყურადღებით თამაშობდნენ და ეპიზოდებში სწრაფ კონტრშეტევებსაც არ ერიდებოდნენ.

დღეს კიდევ ერთი მატჩი იმართბა: „დილა“ გორში „ბათუმს“ ამ წუთებში ეთამაშება.

გუშინ უკვე ჩატარდა ტურის სამი შეხვედრა: „სამტრედია“ – „თელავი“ 1:2, „იბერია 1999“ – „გაგრა“ 3:1, „ტორპედო“ „სამგურალი“ 3:1.

ახლა „დინამომ“ 8 მატჩის შემდეგ 9 ქულა მოაგროვა, მე-7 ადგილზე დგას და გასავარდნ ზონას სამი პუნქტით უსწრებს. ამდენივე ქულა აქვთ „კოლხეთს“ და "თელავს" თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობის კვალად მე-5-6 ადგილებს ინაწილებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108009