საუდური „ალ-ჰილალის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა, რომელსაც ტრავმის გამო კლუბში ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია, თავისი გუნდის საუდის არაბეთის სუპერთასის ფინალში „ალ-იტიჰადთან“ (4:1) გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციები გააზიარა.
„ყველაფერი ისეა, როგორც სკოლაში: ბიჭებმა გააკეთეს სამუშაო, მე კი მხოლოდ ნიშნები მივიღე”, - დასძინა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, რომ მეხუთე წუთზე „ალ-ჰილალის“ თავდამსხმელმა მალკომმა ანგარიში გახსნა. 21-ე წუთზე „ალ-იტიჰადის“ ფორვარდმა აბდერაზაკ ჰამდალამ ანგარიში გაათანაბრა. 44-ე წუთზე სალემ ალ-დაუსარიმ „ალ-ჰილალი“ კვლავ დააწინაურა.
89-ზე მალკოლმმა დუბლი შეასრულა. 90+6-ე წუთზე კი ნახევარმცველმა ნასერ ალ-დავსარიმ ანგარიში გამანადგურებელი გახადა.