ფეხბურთი

15:56 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ წარმოადგინა ფორმა კოლუმბიელი მომღერლის KAROL G-ის ლოგოთი

„ბარსელონამ“ წარმოადგინა ახალი საშინაო ფორმა კოლუმბიელი მომღერლის, KAROL G ლოგოთი.

კლუბის ქალთა გუნდი ახალ ფორმას პირველად ჩაიცვამს. ეს 13 აპრილს ესპანეთის ქალთა ლიგის მატჩში „ვილიარეალის“ წინააღმდეგ მოხდება. ერთი კვირის შემდეგ, 21-ში, ჩავის გუნდი ამ ფორმას პრიმერას 32-ე ტურის მატჩში მადრიდის „რეალთან“ მოირგებს, რომელიც დედაქალაქის „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე გაიმართება.

საქმე ისაა, რომ „ბარსელონა“ მუსიკოსებისა და ჯგუფების ლოგოებით, სტრიმინგ სერვის Spotify-თან თანამშრომლობის ფარგლებში მონაწილეობს. მანამდე „როლინგ სტოუნზის“ ლოგო „ბარსას“ ფორმაზე ჯგუფის ახალი ალბომის, Hackneys Diamonds-ის გამოშვებას დაამთხვიეს, რომელის პრეზენტაციაც 20 ოქტომბერს გაიმართა. „როლინგები“ სტადიონზეც ისხდნენ და კატალონიელებს ქომაგობდნენ.

ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 30 მატჩის შემდეგ „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „რეალს" რვა ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონელები ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები არიან.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117484