ფეხბურთი

11:07 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: "შეცდომებისთვის დაგვსაჯეს, მაგრამ ბერგამოში მინიმუმ 4 გოლის გასატანად წავალთ"

„ლივერპულის“ მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა „ატალანტასთან“ მატჩის (0:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ბევრი შეცდომა დაუშვეს და დაისაჯნენ. თუმცა, ნიდერლანდელს საპასუხო შეხვედრაში 4 ბურთის სხვაობით მოგების სჯერა.

„ჯერ მხოლოდ პირველი ტაიმი დასრულდა და სამი ბურთით ჩამოვრჩებით. არ არის კარგი სიტუაცია და რთულია ამ საღამოს დავიწყება. ინდივიდუალურად ბევრი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ. მწარე გემო დაგვიტოვა ამ თამაშმა და მტკივნეული მარცხია. დიდი ხანი არ გვქონდა შინ წაგებული, 1-2 გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

ქამბექის თუ არ გვჯერა, იტალიაში წასვლას აზრიც არ აქვს. რა თქმა უნდა, ცხოვრება გავირთულეთ, მაგრამ ახლა „კრისტალ პალასთან“ მატჩზე ვიფიქრებთ და შემდეგ ვნახოთ. გვჭირდება, რომ მენტალიტეტი ყველამ სწრაფად შევიცვალოთ, შემდეგ კი, ბერგამოში მინიმუმ 4 გოლის გატანაზე ვიფიქროთ“, - თქვა ვან დეიკმა.

შეგახსენებთ, რომ „ატალანტამ“ ისტორიაში მეორედ დაამარცხა სტუმრად „ლივერპული“, რაც ევროთასებზე აქამდე მხოლოდ „ბარსელონას“ და „რეალს“ გაუკეთებიათ, მაგრამ ბერგამოელთა მიღწევა უფრო დასაფასებელი იმითაა, რომ მათ ეს ორი ცდიდან მოახერხეს (2:0 და 3:0). საპასუხო მატჩი ბერგამოში 18 აპრილს გაიმართება.

0.429447