ფეხბურთი

1:17 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მასპინძელთა დღე კონფერენს ლიგაზე

კონფერენს ლიგაზე პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ წყვილში არაფერი გამოკვეთილა.

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ „ლილს“ 2:1 აჯობა და ფავორიტის სტატუსი გაიმყარა, მაგრამ ფრანგები საკუთარ მოედანზე უშანსოდ სულაც არ იქნებიან. ასე რომ, ყველაფერი ღიაა.

„ბრიუგემ“ სალონიკის „პაოკს“ შინ მინიმალურად, 1:0 აჯობა და ამ შემთხვევაშიც არაფერი გარკვეულა. ნულოვანი ფრით დასრულდა „პლზენის“ და ფლორენციის „ფიორენტინას“ ჩეხური დუელი და ყველაფერს ფლორენციული დაპირისპირება გადაწყვეტს.

ყველაზე საინტერესოდ პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ და სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ მატჩი წარიმართა. ბერძნები 3:0-ს იგებდნენ და დიდი ნაბიჯიც ჰქონდათ ნახევარფინალისკენ გადადგმული, მაგრამ მერე თურქებმა ორი გოლი გაქვითეს და წააგეს, მაგრამ მხოლოდ 2:3 და ბუნებრივია, სტამბოლში დიდი ბრძოლა იქნება.

საპასუხო მატჩები 18 აპრილს გაიმართება.

„ასტონ ვილა“ – „ლილი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 უოტკინსი (13), 2:0 მაკგინი (56), 2:1 დიაკიტე (84)

„ბრიუგე“ – „პაოკი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ვეტლესენი (6)

„პლზენი“ – „ფიორენტინა“ 0:0 (0:0)

„ოლიმპიაკოსი“ – „ფენერბაჰჩე“ 3:2 (2:0)

გოლები: 1:0 ფორტუნისი (8), 2:0 იოვეტიჩი (32), 3:0 ჩიკინიო (57), 3:1 ტადიჩი (68, პენ), 3:2 კაჰვეჯი (74)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104249