ფეხბურთი

0:43 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

არაბმა გულშემატკივარმა "ალ-იტიჰადის" ფეხბურთელი გაამათრახა (VIDEO)

საუდის არაბეთის სუპერთასის ფინალში „ალ-ჰილალმა“ „ალ-იტიჰადი“ 4:1 დაამარცხა და ტიტული მოიპოვა.

თუმცა, ყურადღება მატჩის შემდეგ მომხდარმა ინციდენტმა მიიქცია. ერთ-ერთმა არაბმა გულშემატკივარმა შელაპარაკების შემდეგ „აი-იტიჰადის“ თავდამსხმელი აბდერაზაკ ჰამდალა გაამთრახა.

მაროკოელმა ფეხბურთელმა გულშემატკივარს წყალი შეასხა, მან კი, რამდენჯერმე მათრახი გადაარტყა. ალბათ, ფეხბურთში მსგავსი ფაქტი არავის გვინახავს... აღსანიშნავია, რომ "ალ-იტიჰადის" ერთადერთი გოლი სწორედ ჰამდალას აქტივშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115293