სხვა

16:20 | 11.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო თასზე არ იასპარეზა, მაგრამ ლიცენზია მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო თასზე რისკების თავიდან ასარიდებლად არ იასპარეზა.

თუმცა, წარდგენაში მონაწილეობა მიიღო, რაც აუცილებელი იყო პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიის მისაღებად. უშუალოდ შეჯიბრში კი მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ტრავმის გართულებისგან თავი აერიდებინა.

როგორც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ განაცხადა, ტალახაძემ ვარჯიშებზე შედეგი გააუმჯობესა და ოლიმპიადისთვის მზადების აქტიურ ფაზაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117495