ფეხბურთი

14:50 | 11.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლი მოდრიჩზე: „სასიამოვნო იყო ჩემი ნაკრების კაპიტანის დანახვა, რომელიც ჩემს წინააღმდეგ თამაშობდა"

„მანჩესტერ სიტის" მცველმა იოშკო გვარდიოლმა „სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მადრიდის „რეალის" (3:3) ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩთან შეხვედრაზე ისაუბრა. ამ შეხვედრაში გვარდიოლმა ერთი გოლი გაიტანა.

„ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის. სასიამოვნო იყო ხორვატიის ნაკრების კაპიტნის დანახვა, რომელიც ჩემს წინააღმდეგ თამაშობდა. ვიცი, მოდრიჩი ბერდება, მაგრამ ის მაინც შესანიშნავად გრძნობს თავს და ისევ ლიდერია", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Madrid Xtra.

მიმდინარე სეზონში 22 წლის გვარდიოლმა 33 მატჩი ჩაატარა, 1 ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს.

საპასუხო მატჩი „რეალთან" 17 აპრილს მანჩესტერში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113173