ფეხბურთი

2:02 | 11.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ბარსელონაში მოსაგებად მივდივართ, ვიცით, რომ ეს შეგვიძლია"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ბარსელონასთან“ მატჩის (2:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მას სჯერა მისი გუნდის და ბარსელონაში გამარჯვებისთვის წავლენ.

„რა თქმა უნდა, გახარებული ვერ იქნები, როცა მარცხდები, მაგრამ ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ შესანიშნავი მეტოქის წინააღმდეგ. ცხოვრება ჩვენ თვითონ გავირთულეთ თავიდანვე. შემდეგ 2:1 გავხადეთ ანგარიში, ბურთი ძელს გავარტყით, მაგრამ 2:2 და 2:3... ყველაფერი ღიაა, ბარსელონაში დიდი ამბიციებით მივდივართ, ჩვენთვის ეს ფინალი იქნება. ვენდობი ჩემს გუნდს, გვაქვს გარკვეული დადებითი ასპექტები, რომ წაგების მიუხედავად ნახევარფინალში მაინც გავიდეთ. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვართ, ვიცით, რომ გამარჯვება შეიძლება და ბარსელონაში სწორედ ამისთვის წავალთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 16 აპრილს გაიმართება.

0.11866