ფეხბურთი

1:01 | 11.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელების დღე: "ბარსელონამ" პარიზში მოიგო, "ატლეტიკომ" "დორტმუნდს" აჯობა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მეორე სათამაშო დღე ესპანელების გამოდგა.

„ბარსელონამ“ და მადრიდის „ატლეტიკომ“ პირველი მატჩები მოიგეს და ნახევარფინალისკენ ნაბიჯი გადადგეს.

„ბარსელონამ“ პარიზში მოახერხა „პარი სენ-ჟერმენის“ ძლევა და ორმატჩიან დუელში გამარჯვებაში მართლაც დიდი განაცხადი გააკეთა. „ბარსა“ პირველი ტაიმის მიწურულს რაფიანიმ დააწინაურა ჯანლუიჯი დონარუმას არადამაჯერებელი მოქმედების შემდეგ.

მეორე ნახევრის სტარტი „ბარსელონასთვის“ საშინელი გამოდგა. პსჟ მოედანზე სახეცვლილი დაბრუნდა და 50-ე წუთისთვის უკვე იგებდა. ჯერ უსმან დემბელემ გაუტანა თავის ყოფილ გუნდს, მერე ვიტინიამ პარიზელები სულაც წინ გაიყვანა. თუმცა, ლუის ენრიკეს გუნდმა ვერ მოახერხა უპირატესობის დაცვა.

აღსანიშნავია ჩავის ზუსტი ცვლილებები: ესპანელმა მწვრთნელმა 61-ე წუთზე თამაშში პედრი ჩართო, რომელმაც ერთ წუთში საოცარი პასი გაუკეთა რაფინიას, რომელმაც დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო შემდეგ ჩავიმ თამაშში კრისტენსენი ჩართო, რომელმაც ასევე პირველივე შეხებით გოლი გაიტანა!

„ბარსელონამ“ 3:2 მოიგო და საპასუხო მატჩს მნიშვნელოვანი უპირატესობით შეხვდება, რომელიც 16 აპრილს, „მონტჟუიკზე“ გაიმართება.

მადრიდის „ატლეტიკომ“ „დორტმუნდთან“ მაგრად დაიწყო და პირველ ტაიმში, როდრიგო დე პაულისა და სამუელ ლინოს გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. გერმანელებმა მეორე ნახევარში სებასტიან ალეს გოლით შეძლეს სხვაობის შემცირება და საპასუხო მატჩის წინ ამ გოლით შანსი ნამდვილად გაიზარდეს.

„ატლეტიკო“ რჩება წყვილში ფავორიტად, მაგრამ „სიგნალ იდუნა პარკზე“ „დორტმუნდს“ ურიგო შანსი ნამდვილად არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ ხსენებულ ორ წყვილში გამარჯვებულები ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან.

„ატლეტიკო“ – „დორტმუნდი“ 2:1 (2:0)

მადრიდი, „სივიტას მეტროპოლიტანო“

„ატლეტიკო“ (3-5-2): ობლაკი; ვიტსელი (სავიჩი 90), ხიმენესი, ასპილიკუეტა; მოლინა (საულ ნიგესი 90), ლორენტე, კოკე, დე პაული (კორეა 80), ლინო (რიკელმე 90); მორატა (ბარიოსი 64), გრიზმანი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): კობელი; რიერსონი, ჰუმელსი, შლოტერბეკი, მაატსენი; ზაბიტცერი (როისი 84), ემრე ჯანი (ოზჯანი 84); სანჩო, ნმეჩა (ბრანდტი 46), ადეიემი (ბინო-გიტენსი 73); ფიულკრუგი (ალე 60)

მწვრთნელი: ედინ ტერზიჩი

გოლები: 1:0 დე პაული (4), 2:0 ლინო (32), 2:1 ალე (81)

გაფრთხილება: ლინო (27), ლორენტე (28), ხიმენესი (75) - ემრე ჯანი (24), მაატსენი (53)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (9) – 12 (5) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 8:8 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: მარკო გუიდა (იტალია)

„პარი სენ-ჟერმენი“ – „ბარსელონა“ 2:3 (0:1)

პარიზი, „პარკ დე პრენსი“

„პარი სენ-ჟერმენი“ (4-3-3): დონარუმა; მარკინიოსი, ბერალდო, ერნანდესი, მენდესი; ლი (ზაირ-ემერი 61), ვიტინია, ფაბიან რუისი (რამოში 85); დემბელე, ასენსიო (ბარკოლა 46), მბაპე

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; კუნდე, არაუხო, კუბარსი, კანსელუ; სერხი რობერტო (პედრი 61), დე იონგი (კრისტენსენი 75), გიუნდოგანი (ლოპესი 85); იამალი (ჟოაო ფელიქსი 61), ლევანდოვსკი, რაფინია (ტორესი 75)

მწვრთნელი: ჩავი

გოლები: 0:1 რაფინია (37), 1:1 დემბელე (48), 2:1 ვიტინია (51), 2:2 რაფინია (62), 2:3 კრისტენსენი (77)

გაფრთხილება: ვიტინია (65), ვიტინია (65), ბერალდო (89) - სერხი რობერტო (34), კუბარსი (82), კრისტენსენი (88), ლოპესი (89)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (6) – 15 (6) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11131