ფეხბურთი

19:43 | 10.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბენასერი: "მილანის" ნებისმიერი ფეხბურთელი "რეალი"-"სიტის" მატჩში მთავარი გმირი იქნებოდა"

„მილანის“ ფეხბურთელმა ისმაელ ბენასერმა განაცხადა, რომ ახლა უფრო ძლიერი გუნდი ჰყავთ, ვიდრე 2 წლის წინ, როცა „როსონერი“ იტალიის ჩემპიონი გახდა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს „მილანი“ უფრო ძლიერია, ვიდრე 2022 წლის, როცა ჩემპიონები გავხდით, რადგან განსხვავებული ფეხბურთელები გვყავს, უფრო მაღალი ხარისხის და ასევე, უფრო გამოცდილებიც ვართ. გარდა ამისა, განსხვავებული სულისკვეთება გვაქვს, მოედანზე შეგვიძლია ერთმანეთისთვის მოვკვდეთ.

ვინ ითამაშებდა „მილანის“ ფეხბურთელებიდან „რეალში“ ან „სიტიში“? ჩემი აზრით, „მილანის“ ნებისმიერი ფეხბურთელი „რეალი“ – „სიტის“ გუშინდელ მატჩში მთავარი მოქმედი პირი იქნებოდა. ისინი ძლიერები არიან, მაგრამ ჩვენც, ერთ-ორ მოთამაშეს ვერ ავარჩევ, ან ყველა, ან არც ერთი“, - თქვა ბენასერმა.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ ევროპა ლიგის მერვედფინალში „რომას“ 11 აპრილს დაუპირისპირდება.

0.072124