ზაზა ლომთაძე მსოფლიო თასის პრიზიორია. ქართველმა ძალოსანმა ორჭიდში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე ზაზა ლომთაძემ (109 კგ.) წარმატებით იასპარეზა.
ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 160 / 165 / 170 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა.
ლომთაძემ აკვრაში თავი 202 / 209 კილოგრამს გაართვა და მე-4 საფეხურზეა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 379 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.