ფეხბურთი

18:00 | 10.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი: "მილანი" ევროპის საუკეთესო გუნდებისგან შორს არ არის"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში „რომასთან“ მატჩამდე ისაუბრა. როგორც მან თქვა, „როსონერი“ ევროპის საუკეთესო გუნდებს ბევრად არ ჩამორჩება.

„შარშან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივედით, არ მგონია, რომ ძალიან შორს ვიყოთ ევროპის საუკეთესო გუნდებისგან, მაგრამ ახლა ევროპა ლიგის დონეც ძალიან მაღალია. „ლივერპულს“ და „ლევერკუზენს“ ჩემპიონთა ლიგაზეც შეუძლიათ ძალიან შორს გასვლა.

კარგ ფორმაში ვართ, შედეგებიც ამას ადასტურებს. სეზონის ყველაზე გადამწყვეტ მომენტს შესაბამისად ვხვდებით. ეს იქნება ბრძოლა 180 წუთის განმავლობაში, მაგრამ გვინდა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

„რომა“ დე როსის ხელში შეიცვალა, სხვანაირად თამაშობს. ისინი დე როსის ხელმძღვანელობით მხოლოდ „ინტერთან“ დამარცხდნენ და ჩვენსავით კარგ ფორმაში არიან“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ – „რომას“ მატჩი 11 აპრილს გაიმართება.

0.120154