ფეხბურთი

15:06 | 10.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "მსაჯმა ეს მომენტი საშინლად ახსნა, ფაქტია, პენალტი არ დაგვინიშნა"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა „არსენალთან“ მატჩის შემდეგ მსაჯი გააკრიტიკა.

როგორც მან თქვა, შვედმა არბიტრმა მათ წინააღმდეგ შეცდომა დაუშვა და ეს შეცდომა საშინლად განმარტა.

„ბაიერნი“ პენალტს ითხოვდა მაშინ, როდესაც „არსენალის“ მცველმა გაბრიელ მაგალაეშმა ბურთი ხელში დაიჭირა საჯარიმოში, არადა, მატჩი გაჩერებული არ იყო და ბრაზილიელს ასე მოქმედების უფლება არ ჰქონდა.

„მსაჯმა გიგანტური შეცდომა დაუშვა, პენალტი არ დანიშნა საჯარიმოში ხელით თამაში. მან თამაშის განახლების ნიშნა მისცა, მცველმა კი, ბურთი ხელში აიღო. მან ჩვენს ფეხბურთელებს უთხრა, რომ ეს იყო ბავშვური შეცდომა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ასეთ პენალტს ვერ დანიშნავდა, ეს საშინელი განმარტებაა. არ აქვს მნიშვნელობა ეს ბავშვური შეცდომაა თუ არა, გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ იქნა მიღებული“, - განაცხადა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ „არსენალისა“ და „ბაიერნის“ მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118708