ფეხბურთი

11:49 | 10.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ირის ანტმანი: "კმაყოფილი ვარ იმ დეტალებით, რაც თამაშის მიმდინარეობისას დავინახე"

საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა ბელარუსის ნაკრებთან მატჩის (0:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღე იყო და ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს.

"შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ. დისციპლინის დაცვით ვთამაშობდით. კმაყოფილი ვიყავი დასაწყისში, თუმცა ძლიერი გუნდის და მაღალი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ ვითამაშეთ. ისინი აუცილებლად გავლენ ამ ჯგუფიდან.

ჩვენი მიზანია, ქულები მომდევნო თამაშებში მოვიპოვოთ. ბევრი სამუშაო გვაქვს. ფეხბურთელებით ვამაყობ, რადგან ამ თამაშში ყველაფერი ჩადეს. მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობდით. რა თქმა უნდა, სამუშაო გვაქვს, თუმცა კმაყოფილი ვარ იმ დეტალებით, რაც თამაშის მიმდინარეობისას დავინახე და ეს იმედს მაძლევს, რომ მომდევნო მატჩებში ბევრ რამეს გამოვასწორებთ", - თქვა ანტმანმა.

საქართველოს ნაკრებს ორ ტურში ერთი ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 31 მაისს, სტუმრად კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11075