ფეხბურთი

1:19 | 10.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კეინმა "არსენალს" ისევ გაუტანა: ფრე ლონდონში

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ლონდონის „არსენალმა“ „ბაიერნს“ უმასპინძლა და მასთან ძველი ანგარიშების გასწორება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.

ლონდონური გუნდი შესანიშნავ ფორმაში და განწყობაზე შეხვდა მატჩს, რასაც ვერ ვიტყვით „ბაიერნზე“, რომელსაც რთული სეზონი აქვს. თუმცა თამაშის შედეგი მაინც გერმანელებისთვის უფრო ხელსაყრელია.

„არსენალი“ სწრაფად დაწინაურდა ბუკაიო საკას ეფექტური გოლით, მაგრამ „ბაიერნსაც“ ცოტა დრო დასჭირდა წინ გასასვლელად. ორივე გოლი „არსენალს“ მისთვის კარგად ნაცნობმა ფეხბურთელებმა გაუტანეს. ჯერ თავი სერჟ გნაბრიმ გამოიჩინა, ხოლო შემდეგ ჰარი კეინმა პენალტით მიუნხენური გიგანტი დააწინაურა.

მეორე ტაიმში „არსენალი“ უფრო გააქტიურდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა. მიუხედავად ამისა, მიზანს მაინც მიაღწია, რადგან 76-ე წუთზე ლეანდრო ტროსარმა წონასწორობა აღადგინა და თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა.

2:2, რომელიც „ბაიერნს“ უფრო აძლევს ხელს, რადგან საპასუხო შეხვედრა მიუნხენშია, სადაც სხვა გარემო და სიტუაცია იქნება.

ნებისმიერ შემთხვევაში, „არსენალი“ უშანსოდ არ არის, მაგრამ არტეტას გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გამოცდილების ნაკლებობა აშკარად ეტყობა.

„არსენალი“ – „ბაიერნი“ 2:2 (1:2)

ლონდონი, „ემირეითს სთედიუმი“

არსენალი (4-3-3): რაია; უაითი, სალიბა, გაბრიელი, კივიორი (ზინჩენკო 46); ოდეგორი, ჟორჟინიო (გაბრიელ ჟეზუში 67), რაისი; საკა, ჰავერტცი (პარტეი 86), მარტინელი ( ტროსარი 66)

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, დაიერი, დე ლიხტი, დევისი; გორეტცკა, ლაიმერი; სანე (კომანი 66), მუსიალა, გნაბრი (გერეირო 70); კეინი

მწვრთნელი: თომას ტუხელი

გოლები: 1:0 საკა (12), 1:1 გნაბრი (18), 1:2 კეინი (32, პენ), 2:2 ტროსარი (76)

გაფრთხილება: პარტეი (89) - დევისი (9), კეინი (55)

სტატისტიკა - კარიკსენ დარტყმები: 12 (4) – 8 (2) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 2:1 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: გლენ ნიბერგი (შვედეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123177