ფეხბურთი

1:00 | 10.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდებული მატჩი და ულამაზესი გოლები "სანტიაგო ბერნაბეუზე"

ზედიზედ მესამე სეზონია ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ ერთმანეთს ხვდებიან.

ყოველ ჯერზე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ნაადრევი ფინალია და არც ახლაა გამონაკლისი. ეს დღევანდელმა მატჩმაც დაადასტურა.

„სანტიაგო ბერნაბეეუზე“ ფანებმა დიდებული შეხვედრა იხილეს, ორი უმაღლესი კლასის გუნდის შესრულებით.

„მანჩესტერ სიტი“ მეორე წუთზევე დაწინაურდა ბერნარდო სილვას გოლით, რაც მეკარე, ანდრეი ლუნინის შეცდომის დამსახურებაა. ეს რიგით მეორე ყველაზე სწრაფი გოლია, რომელიც „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე გაუშვია. უფრო სწრაფი გოლი „რეალს“ „ბერნაბეუზე“ 2018 წელს „იუვენტუსის“ ფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა გაუტანა.

სწრაფმა გოლმა „რეალი“ ვერ გატეხა. მეტიც, 12 წუთში უკვე მადრიდელები იგებდნენ. ჯერ რუბენ დიაშის ავტოგოლით გათანაბრდა ანგარიში, ხოლო ორი წუთის მერე როდრიგომ წინ გაიყვანა მადრიდული გრანდი.

მეორე ნახევარშიც სამი გოლი გავიდა, ამჯერად, სამივე ულამაზესი და უნაკლო. ჯერ ფილ ფოდენმა გაათანაბრა შორეული დარტყმით, ცხრიანში გატანილი გოლით. 5 წუთში იოშკო გვარდიოლმა გაისროლა საჯარიმოს გარედან და უკვე „სიტი“ დააწინაურა. კარლო ანჩელოტის გუნდი თამაშში მეორედ ჩამორჩა, მაგრამ მაინც არ გატყდა. ზოგადად, „რეალის“ გატეხვა შეუძლებელია.

79-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდემ ფანტასტიკური დარტყმით გაათანაბრა და ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა - 3:3.

მატჩიც ასე დასრულდა. ასე რომ, წინ მეორე სერიაა, ამჯერად უკვე მანჩესტერში, 17 აპრილს.

„რეალი“ – „მანჩესტერ სიტი“ 3:3 (2:1)

მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“

„რეალი“ (4-3-3): ლუნინი; კარვახალი, ჩუამენი, რიუდიგერი, მენდი; ვალვერდე, კროოსი (მოდრიჩი 71), კამავინგა; როდრიგო (ბრაიმ დიასი 71), ბელინგემი, ვინისიუსი (ხოსელუ 86)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„მანჩესტერ სიტი“ (4-2-3-1): ორტეგა; სტოუნსი, აკანჯი, რუბენ დიაში, გვარდიოლი; როდრი, კოვაჩიჩი; ბერნარდო სილვა, ფოდენი (ალვარესი 87), გრილიში; ჰოლანდი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (2), 1:1 რუბენ დიაში (12, ა.გ), 2:1 როდრიგო (14), 2:2 ფოდენი (66), 2:3 გვარდიოლი (71), 3:3 ვალვერდე (79)

გაფრთხილება: ჩუამენი (1), კარვახალი (81) - აკანჯი (37), ბერნარდო სილვა (88)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 12 (6) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ფრანსუა ლე ტესიე (საფრანგეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119228