ფეხბურთი

22:20 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრების მარცხი ბელარუსთან

საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში სტუმრად ბელარუსის ნაკრებთან 0:3 დამარცხდა.

ირის ანტმანის გუნდმა მეტოქეს წინააღმდეგობა თითქმის ერთი ტაიმის განმავლობაში გაუწია, მაგრამ მერე ვეღარაფერი გააწყო. ბელარუსები 45-ე წუთზე დაწინაურდნენ, მეორე ტაიმის შუაში კი, კიდევ ორჯერ გაიტანეს და საბოლოო ჯამში ადვილად მოიგეს.

საქართველოს ნაკრებს ორ ტურში ერთი ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 31 მაისს, სტუმრად კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბელარუსი - საქართველო 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 შლაპაკოვა (45), 2:0 პილიპენკო (64), 3:0 კოზიუპა (70)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110766