ფეხბურთი

19:55 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "აქ "მეცის" გადასარჩენად დავბრუნდი და არასდროს დავნებდები"

„მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ კლუბის ლიგა 1-ში დასატოვებლად ბოლო მომენტამდე იბრძოლებს და არ დანებდება. მან ასევე კომენტარი გააკეთა თავის მომავალზე.

„ჯერ კიდევ იმედგაცრუებულები ვართ. მატჩებს ვერ მოვიგებთ, თუ ამდენ გოლს გავუშვებთ. პირადად მე არასდროს დავნებდები. დავბრუნდი აქ, რათა „მეცს“ დავეხმარო ადგილის შენარჩუნებაში, რადგან ამას იმსახურებს. ახლა ყველაფერი რთულადაა, მაგრამ ნამდვილად ვცდილობთ ყოველდღე ვიმუშაოთ ვარჯიშზე და თამაშებში ყველაფერი გავაკეთოთ.

ჩემი მომავალი? „აიაქსთან“ კონტრაქტი ჯერ კიდევ მაქვს, ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა მიქაუტაძემ.

ქართველი ფორვარდი „მეცის“ გულშემატკივრებმა „ბრესტთან“ მატჩის საუკეთესოდ დაასახელეს. მან ხმების 77% მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს 14 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და „მეცის“ საუკეთესო ბომბარდირია, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი სეზონი სხვა გუნდში („აიაქსში“) გაატარა. გარდა ამისა, მიქაუტაძის აქტივში 3 საგოლე პასიცაა.

„მეცი“ 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, თუმცა, გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ აქვს. ლაშლო ბოლონის გუნდი მომდევნო ტურში 12 აპრილს, „ლანსს“ უმასპინძლებს.

0.121486