ფეხბურთი

15:10 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიში" ხელშეუხებელი არავინაა: დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ფასი დააწესა

„ნაპოლიში“ ხელშეუხებელი არც ერთი ფეხბურთელია. ამის შესახებ ნეაპოლური გაზეთი Il Mattino წერს.

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით აქამდე იტალიური მედია წერდა, რომ აურელიო დე ლაურენტისი მის შესანარჩუნებლად ყველაფრისთვის მზად იყო, ახლა საპირისპირო ცნობა გავრცელდა.

წყაროს თანახმად, „ნაპოლიში“ არ არის ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება დე ლაურენტისმა არ გაყიდოს, მათ შორისაა ქართველიც. ნეაპოლელები თუ დაახლოებით 100 მილიონი ევროს შეთავაზებას მიიღებენ, დე ლაურენტისი მზადაა კვარაცხელიას შეელიოს. ხვიჩას ამჟამად „ბარსელონას“ და „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მას იტალიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 82 მატჩში 24 გოლი გაიტანა, 20-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11133