ფეხბურთი

11:48 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

Opta - „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი პრეტენდენტია

ანალიტიკურმა ინტერნეტ პორტალმა Opta-მ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე გუნდების გამარჯვების განახლებული რეიტინგით შანსები წარმოადგინა.

სტატისტიკური პლატფორმა მთავარ ფავორიტად „მანჩესტერ სიტის“ მიიჩნევს, რომელის ტურნირში გამარჯვების ალბათობას 28,3%-ით აფასებს. მადრიდის „რეალის“ გამარჯვება 15%-ით არის შეფასებული. ფავორიტების სამეულს ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ (14,7%) ასრულებს.

პირველი მეოთხედფინალური მატჩები 2024 წლის 9 და 10 აპრილს, საპასუხო კი 16 და 17 აპრილს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ორი მთავარი ფავორიტი „მანჩესტერ სიტი“ და მადრიდის „რეალი“ ერთმანეთს ტურნირის მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან.

მათი პირველი მატჩი დღეს, 9 აპრილს ჩატარდება მადრიდში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10406