საუდის არაბეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ალ-ნასრი“ „ალ-ჰილალთან“ 1:2 დამარცხდა, კრიშტიანუ რონალდუ კი გააძევეს.
პორტუგალიელმა 86-ე წუთზე მეტოქის წინააღმდეგ იუხეშა, რის გამოც მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. ამის შემდეგ კრიშტიანუმ მსაჯზე ფიზიკური თავდასხმა სცადა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა. იმ დროისთვის „ალ-ნასრი“ 0:2 მარცხდებოდა, ბოლოს სადიო მანემ პრესტიჟის გოლი გაიტანა.
„ალ-ჰილალი“ ფინალში გავიდა, სადაც „ალ-იტიჰადს“ დაუპირისპირდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში „ალ-ვეჰდა“ 2:1 დაამარცხა.