ფეხბურთი

20:50 | 8.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: "ბაიერნთან" თამაში გამოწვევაა და თამაშს მოუთმენლად ველით"

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ „ბაიერნთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის გამოწვევა, რომელშიც მონაწილეობა უხარიათ.

„დიდი გამოწვევა გვაქვს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბის წინააღმდეგ. ამ მომენტით სიამოვნებას ვიღებ, ყველას გვინდოდა სეზონის ამ ეტაპზე აქ ყოფნა. ნამდვილად შესანიშნავი შანსი გვაქვს ჩემპიონთა ლიგაზე, წინ შესანიშნავი მატჩებია, რომლებსაც მოუთმენლად ველით. შარშან ევროპა ლიგაზე „სპორტინგთან“ დავმარცხდით, ამჯერად, ვიმედოვნებთ, რომ უკეთ გამოსვლას შევძლებთ. ბოლო რამდენიმე თვეში ბევრი რამ ვისწავლეთ.

ტუხელის დიდი გულშემატკივარი ვარ. ბოლო კვირებში ის დეტალურად შევისწავლე და როდესაც აანალიზებ, ხვდები, რატომ არის ასეთი მაღალი დონის კლუბი „ბაიერნი“. მათი ცუდი სეზონი თუ მიკვირს? ფეხბურთი ძალიან კონკურენტუნარიანია, ძნელია ყოველთვის მოიგო, ასეთი სეზონი შეიძლება ნებისმიერს ჰქონდეს.

კეინი? მხოლოდ ის არ არის, ვიცით, ყველა ფეხბურთელის ინდივიდუალური თვისებები. მთავარია, გუნდურად მუშაობა, რათა ისინი მაქსიმალურად შევზღუდოთ. ორი 1:5 2017 წელს? ეს მატჩები ისტორიის ნაწილია. მათი ბალანსი ამ ტურნირზე ჩვენგან განსხვავებულია, საკმარისია შევხედოთ ჩემპიონთა ლიგა რამდენჯერ მოიგეს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ბევრი გვაქვს დასამტკიცებელი“, - თქვა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ „არსენალისა“ და „ბაიერნის“ მატჩი 9 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114147