ფეხბურთი

19:04 | 8.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბორდოს" გულშემატკივრებმა "კაენთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დავითაშვილი დაასახელეს

„კაენი“ – „ბორდოს“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჟირონდელმა გულშემატკივრებმა ზურიკო დავითაშვილი დაასახელეს.

გამოკითხვაში ქართველმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო და აჯობა თანაგუნდელებს, ჰარისონ მარსელინს, პედრო დიასს და კარლ-იოჰან იონსონს.

ზურიკომ „კაენის“ წინააღმდეგ საგოლე პასი მიითვალა და თავისი გუნდის გამარჯვებაში (1:0) დიდი წვლილი შეიტანა.

მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილს საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებულ 30 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ კი საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111913