ფეხბურთი

20:48 | 7.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" "ლივერპულს" მნიშვნელოვანი ქულები წაართვა

ინგლისის პრემიერლიგაში სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ორხელისუფლიანობა დამყარდა.

„ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ „ოლდ ტრაფორდზე“ ძალიან ძვირფასი ქულები დაკარგა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

იურგენ კლოპის გუნდმა ტაიმი ლუის დიასის გოლით მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში ერიკ ტენ ჰაგის გუნდი უკეთ ათამაშდა. ჯერ ბრუნო ფერნანდეშმა გაათანაბრა, ხოლო შემდეგ კობი მაინომ ულამაზესი გოლით წინ გაიყვანა „წითელი ეშმაკები“. სტუმრები მარცხისგან მოჰამედ სალაჰმა იხსნა, რომელმაც პენალტით საბოლოო ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

„ლივერპული“ „არსენალთან“ ერთად 71 ქულით ლიდერობს პრემიერლიგას, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ 70 ქულით მესამეა. ასე რომ, პრემიერლიგაში დარჩენილ 7 ტურში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ 49 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსეა.

„მანჩესტერი“ – „ლივერპული“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 დიასი (23), 1:1 ბრუნო ფერნანდეში (50), 2:1 მაინო (67), 2:2 სალაჰი (84, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109659