ჭიდაობა

19:30 | 7.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გოდერძი ძებისაშვილმა პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

თავისუფალ ჭიდაობაში გოდერძი ძებისაშვილმა პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ძებისაშვილმა (65 კგ) ფინალამდე შვეიცარიელი, უკრაინელი და მოლდოველი მეტოქეები დაამარცხა. ფინალში გასვლა კი, ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად საკმარისი გამოდგა.

86 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძე ახლოს იყო ლიცენზიასთან მას შემდეგ, რაც თურქ და სლოვაკ მეტოქეებს აჯობა, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლა რუს ნაიფონოვთან წააგო და ფინალს მიღმა დარჩა.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ამ დროისთვის 3 წონაში აქვს ლიცენზია მოპოვებული, რაც გოდერძი ძებისაშვილის, გენო პეტრიაშვილის და გივი მაჭარაშვილის აქტივშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132198