ფეხბურთი

15:55 | 7.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" დირექტორი: "პრობლემა მხოლოდ მწვრთნელი არაა, გლობალური ცვლილებებია საჭირო"

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა განაცხადა, რომ ზაფხულში „ბაიერნში“ ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი.

„მიმაჩნია, რომ გუნდში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. მთავარი მწვრთნელის წასვლა გადაწყვეტილია, მაგრამ შედეგები მხოლოდ მწვრთნელის პრობლემას არ უკავშირდება. ზაფხულში გლობალური ცვლილებებია მოსალოდნელი. „ლევერკუზენი“ გერმანიაში დანარჩენ გუნდებზე მაღლა დგას და გერმანიის ჩემპიონი დამსახურებულად გახდება“, - თქვა ებერლმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ ბუნდესლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე „ლევერკუზენს“ 16 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობის შანსი პრაქტიკულად დაკარგული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120625