„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ზამორას ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაერთო, რომელიც ლა ლიგაში სეზონის საუკეთესო მეკარეს ნაჩვენები შედეგების მიხედვით გადაეცემა.
მამარდაშვილი ამჟამად მესამე ადგილზეა საშუალოდ გაშვებული ყველაზე ცოტა გოლით და კონკურენტებს მცირედით ჩამორჩება.
1. უნაი სიმონი (ბილბაო) – 26 გაშვებული გოლი (29 მატჩში), საშუალოდ 0.90 თამაშში
2. ალექს რემირო (სოსიედადი) – 28 გაშვებული გოლი (28 მატჩში), საშუალოდ 1 თამაშში
3. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) – 32 გაშვებული გოლი (30 მატჩში), საშუალოდ 1.07 თამაშში
4. ალექს ვალესი (ლას პალმასი) – 32 გაშვებული გოლი (29 მატჩში), საშუალოდ 1.10
5. იან ობლაკი (ატლეტიკო) – 35 გაშვებული გოლი (30 მატჩში), საშუალოდ 1.17
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 11-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა, რაც მისი ესპანური კარიერის საუკეთესო შედეგია.